პიკის საათი - „დროთა კავშირი“
პიკის საათი - „დროთა კავშირი“

ნუგზარ აფხაზავა, შოთა გაგოშიძე, ელგუჯა მერაბიშვილი, ბორის მიშველაძე, ზაალ ტაბაღუა, ედიშერ ყიფიანი – ავტორებმა, რომლებსაც ბუკინისტებთან, საკოლექციო თაროებზე ან გასული საუკუნის ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის მკითხველთა მოგონებებში თუ შეხვდებით, XXI საუკუნეში გამომცემლობა „მედუზას“ პირველ კრებულში „დროთა კავშირი“ მოიყარეს თავი.

„მედუზა“ სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის მოყვარულების მიერ დაარსებული გამომცემლობაა, რომელიც ჟანრის მოყვარული მკითხველის გახარებასა და ახალი ენთუზიასტების მოზიდვას ისახავს მიზნად.

რესპონდენტი: ანა ყიასაშვილი – გამომცემლობა „მედუზას“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

ავტორი: ელენე ტუშური

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: