პიკის საათი - დმანისის თეატრის კონკურსი რეჟისორებისათვის
პიკის საათი - დმანისის თეატრის კონკურსი რეჟისორებისათვის

ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი აცხადებს კონკურსს სპექტაკლის რეჟისორის შესარჩევად.

სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, კამპანია ,,ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ღია სივრცეში უნდა შედგეს, იმ ადგილას სადაც პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია აღმოაჩინეს. ლოკაციის შესაბამისად სპექტაკლიც პირველყოფილ ადამიანებზე უნდა იყოს. კონკურსის პირობებში, არ არის განსაზღვრული კონკურსანტის ასაკი და მასში მონაწილეობა, დაწყებული სტუდენტებიდან, ნებისმიერი ასაკის რეჟისორს შეუძლია. ასევე რეჟისორს თავისუფლება ექნება შემოქმედებითი ჯგუფისა და ლიტერატურული წყაროს შერჩევისას.

ჩართვა დმანისიდან: ლაშა ჩხვიმიანი – დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: