პიკის საათი - „დილის ფოსტა“ - ენტონი ფაუჩი კარანტინშია!
პიკის საათი - „დილის ფოსტა“ - ენტონი ფაუჩი კარანტინშია!

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი ამერიკაში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მთავარი სამეცნიერო სახე გახდა.

– როგორ ეხმაურება ამერიკული პრესა ამბავს, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო?

– როგორ შეიცვლება ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ერთი საქმიანი დღე, რომელიც აქამდე ასე გამოიყურებოდა:

„ვდგები დილის ხუთ საათზე, ჩავრბივარ კიბეებზე, სწრაფად ვსაუზმობ და ვეცნობი ათასობით მეილს… შემდეგ მივდივარ სამსახურში (აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში), ვცდილობ ვაქცინისა და პრეპარატების შექმნას და ვხელმძღვანელობ 6 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის მქონე ინსტიტუციას. იქ პირველ საათამდე ვრჩები, შემდეგ კი თეთრ სახლში მივდივარ – კონსულტაციები, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ხელმძღვანელობით და საბოლოო ანგარიში პრეზიდენტ ტრამპთან.

დღის მეორე ნახევარში მივდივარ სახლში ან სამსახურში და გვიან ღამემდე ვმუშაობ… ვესაუბრები ყველას, ვისაც კი ეს სჭირდება… თითქმის გაუსაძლისი მდგომარეობაა, კვირაში კი მხოლოდ შვიდი დღეა. ამას ემატება პრესასთან ურთიერთობა, სატელევიზო თუ რადიოინტერვიუები. ერთგვარი სიურეალისტური მდგომარეობაა. უნდა ავდგე დილით ადრე და მთელი სერიოზულობით ჩემს ცოლს ვკითხო – დღეს რა დღეა?“ – ენტონი ფაუჩი.

სატელეფონო ჩართვა ამერიკიდან: თორნიკე ბერიშვილი – ფსიქოლოგი; ავტორი რუბრიკისა „საპრეზიდენტო მარათონი ამერიკაში“.

წამყვანი: გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: