პიკის საათი - დილა რეგიონში - „ოქროს ხანა“ წეროვანში / ბათუმის ზოოპარკი / ხერთვისი
პიკის საათი - დილა რეგიონში - „ოქროს ხანა“ წეროვანში / ბათუმის ზოოპარკი / ხერთვისი

– „ოქროს ხანა“ წეროვანში

შავ-თეთრ კადრებში უნიკალურად ასახული ქართული არამატერიალური კულტურის

„ოქროს ხანა“, რომელსაც 29 მაისს წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ნუგზარ ფსუტურის სახელობის კულტურის ცენტრში იხილავს დამთვალიერებელი.

რესპონდენტი:  „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე -სოლისტი და საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი თენგიზ უთმელიძე.

ავტორი: ელენე ტუშური.

–  ბათუმის ზოოპარკი

ბათუმის ზოოლოგიური პარკი 1 ივნისს გაიხსნება. პარკის ტერიტორიაზე შესვლა იქნება უფასო წელიწადის ნებისმიერ დროს. ამ თემაზე ბარბარე ბენაშვილს ბათუმის ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ზოოლოგიური პარკის დირექტორი გიორგი კალანდაძე ესაუბრება.

–  ხერთვისი

ყოველ ოთხშაბათს, 07:50-ზე, „პიკის საათი“ წარმოგიდგენთ ჩანაწერების ციკლს, „საქართველოს ციხესიმაგრეები“.

ავტორი: ივანე ჯაფარიძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.