პიკის საათი - დილა რეგიონში - აგროტურიზმი აჭარაში / ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი / სოფელი ახალქალქი
პიკის საათი - დილა რეგიონში - აგროტურიზმი აჭარაში / ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი / სოფელი ახალქალქი

აგროტურიზმი აჭარაში

ზაფხულში საქართველოს რეგიონებში ტურისტების რაოდენობაც იზრდება. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი აჭარაა, სადაც ტურიზმის ახალი მიმართულება, აგროტურიზმი, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

რესპონდენტი: ნონა კვასტიანი – საქართველოს გიდების ასოციაციის სერთიფიცირებული გიდი.

ავტორი: ზურა კეკელიძე.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი აშენდება. შეგახსენებთ, რომ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი  1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ  პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია განთავსებული.

ბარბარე ბენაშვილს ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი დავით ჯაფარიძე ესაუბრა.

სოფელი ახალქალქი

ყოველ ორშაბათს, 07:50-ზე, „პიკის საათი“ წარმოგიდგენთ ჩანაწერების ციკლს, „საქართველოს სოფლები“.

ავტორი: ივანე ჯაფარიძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.