პიკის საათი - დილა რეგიონში - სოფელი გოგოლათი / პროექტი მთის მოსახლეობის მხარდაჭერისათვის / ატენის ციხე
პიკის საათი - დილა რეგიონში - სოფელი გოგოლათი / პროექტი მთის მოსახლეობის მხარდაჭერისათვის / ატენის ციხე
  • სოფელი გოგოლათი

– რაჭის ულამაზეს მიტოვებულ სოფელ გოგოლათს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება გარდა ამისა, შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლიდან მზადდებოდა, ახლა უკვე მზადაა და საკრებულოს დეპუტატების მხრიდან დამტკიცებას ელოდება. – ამ თემებზე ბარბარე ბენაშვილს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ესაუბრა.

  • პროექტი მთის მოსახლეობის მხარდაჭერისათვის

– მოსახლეობის იდეები მთიანი რეგიონების აღმშენებლობისთვის. გაიგეთ მეტი „მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტის“, მისი მიზნებისა და გეგმების შესახებ.

რესპონდენტი: მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი.

ავტორი: ელენე ტუშური.

  • ატენის ციხე

– ყოველ ოთხშაბათს, 07:50-ზე, „პიკის საათი“ წარმოგიდგენთ ჩანაწერების ციკლს, „საქართველოს ციხესიმაგრეები“.

ავტორი: ივანე ჯაფარიძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.