პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  •  გური სიხარულიძის გახსენება.

88 წლის ასაკში გური სიხარულიძე გარდაიცვალა.გურული სიმღერის უბადლო შემსრულებელი ,ადამიანი რომელმაც თაობები აღზარდა და ერთგულად ემსახურა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ საგანძურს.

რესპოდენტი: მიხეილ ჯავახიშვილი – მომღერალი.

ავტორი: ზურა კეკელიძე.

  •  ბარბარე ბენაშვილი ხაშურის ბიომეურნეობაში ვიზიტის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს
  • „სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება“

სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. 2019 წლის ბოლომდე „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

რესპონდენტი: თამარ ალადაშვილი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი.

ავტორი: ელენე ტუშური.