პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • თოვლის ფესტივალი შოვში

რაჭა 12-13 იანვარს „თოვლის ფესტივალს“ უმასპინძლებს,   ონის მუნიციპალიტეტის კურორტი შოვი დამსვენებელს ცოცხალ მუსიკას, გართობას და უხვ თოვლს პირდება.

რესპოდენტი:  მალხაზ მეტრეველი – „თოვლის ფესტივალის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი

ავტორი: ზურა კეკელიძე

  • აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის მდგომარეობა

სამტრედიის სოფელ ნოღაში, რომელიც გურიის მიმართულებით მდებარეობს, ენათმეცნიერ აკაკი შანიძის მუზეუმი განადგურების პირასაა.

სატელეფონო ჩართვა: გოგა ჩანადირი – ფოტოგრაფი.

  • ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და მისი განვითარების პერსპექტივები: კახეთის რეგიონის ისტორიულეთნოგრაფიული გამოკვლევა“.

სიუჟეტში მოისმენთ ინფორმაციას ეთნოლოგებისა და ისტორიკოსის თანაავტორობით შექმნილი წიგნის შინაარსისა და მნიშვნელობის შესახებ.

რესპონდენტი: მედეა ბურდული – პროექტის ხელმძრვანელი

ავტორი: ელენე ტუშური

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი