პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში

ჩანაწერები „პიკის საათი“ ფონდიდან

„პიკის საათი“ საინგილოში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 2006 წლის საახალწლო მოგზაურობის ამსახველ უნიკალურ მასალას გთავაზობთ. თქვენ შეძლებთ მოისმინოთ  მესხეთში, კერძოდ ასპინძის მაღალმთიან სოფელ საროში მცხოვრებ105 წლის სოფო ბებოსა და 95 წლის გიო პაპას; ასპინძის მომღერალთა გუნდს, რომელსაც თავის დროზე გამოჩენილი მესხი ლოტბარი ვალერიან მაღრაძე ხელმძღვანელობდა; ამავე ჩანაწერში ვალერიან მაღრაძის მიერ აღდგენილ სიმღერას, კახის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლს, თერჯოლის მომღერალთა გუნდს და  გორის თეატრის გუნდს მოისმენთ.  ჩანაწერი ტარიელ ხარხელაურის მოლოცვითა და  დალოცვით იწყება.

ავტორი: ბარბარე ბენაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.