პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • ახალი წელი საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდში“

საახალწლო მოლოცვა 1965 წლიდან. სიუჟეტში გიორგი ლეონიძის ჩანაწერს მოისმენთ, რომელიც საქართველოს რადიოს ოქროს ფონდმა შემოინახა.

ავტორი: ელენე ტუშური.

  •  საცხოვრებელი სახლი საახალწლო საჩუქრად

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 52-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გადასცეს.

სატელეფონო ჩართვა: გრიგოლ გიორგაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

  •  ფოტომემატიანე

„პიკის საათი“ გაგაცნობთ ფოტოგრაფსა და მოგზაურს, ადამიანს, რომელიც წლებია იმ ულამაზეს ხედებს აფიქსირებს, რომელთა ნახვაც ჩვენს არაჩვეულებრივ მხარეში, სამცხე-ჯავახეთშია შესაძლებელი.

რესპონდენტი: კუკური მეტრეველი – მოყვარული ფოტოგრაფი.

ავტორი: ზურა კეკელიძე.

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.