პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • შობის დღესასწაული ახალციხეში

კათოლიკური სამყარო 25 დეკემბერს ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. გამონაკლისი არც საქართველოს რეგიონებია. სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ახალციხეში შობის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

რესპონდენტი: ნუგზარ თათაშვილი – არასამთავრობო კავშირ „საზოგადოებრივი განვითარების“ ახალციხის ცენტრის დირექტორი

ავტორი: ზურა კეკელიძე.

  •  გამოფენა „მომავლის სახლის“ ბენეფიციარებისათვის

გრძელდება პროექტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში, 25 დეკემბერს  11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და მასთან არსებული ამერიკის კუთხის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, სასტუმრო ივერიის ჰოლში (აღმაშენებლის 2) გაიმართება საახალწლო საქველმოქმედო აქცია „მომავლის სახლის“ ბენეფიციარებისათვის. აქციაზე გამოიფინება და გაიყიდება „მომავლის სახლის“ ბენეფიციარების მიერ საკუთარი ხელით დამზადებული საახალწლო დეკორაციები. აქციაზე შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება  „მომავლის სახლს“.

სატელეფონო ჩართვა: მაკა დიდებულიძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი.

  •  „წიგნის კონკურსი 2019“ კისისხევში

კისისხევის „კარგ სახლში“ დღეს  16:00-ზე „წიგნის კონკურსი 2019“-ის დაჯილდოება გაიმართება. სიუჟეტში კონკურსის შესახებ მოისმენთ.

რესპონდენტები: მარიკა ლაფაური – კონკურსის დამფუძნებელი, მარიამ ხუცურაული – კონკურსის ჟიურის წევრი

ავტორი: ელენე ტუშური.

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.