პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • პროფესია ფოტოდოკუმენტალისტი

ფოტოდოკუმენტალისტი ნიკა წიკლაური უკვე დიდიხანია რაც ველურ ბუნებაში ფოტოების გადაღებითაა დაკავებული. ნიკა ,,პიკის საათის“ მსმენელს საკუთარი არჩევანის სპეციფიკასა და შთაბეჭდილბებს უზიარებს.

რესპოდენტი: ნიკა წიკლაური – ფოტოდოკუმენტალისტი

ავტორი: ზურა კეკელიძე

  • ანაკლიის პორტი პირველი გემის მოლოდინშია

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა მთავრდება, 2020 წელს პორტში შემოვა პირველი გემი. რა სამუშაოები ჩატარდა პირველ ფაზაში, რას ითვალისწინებს პორტის კორპორატიულ-სოციაალური პროგრამები სამეგრელოს მოსახლეობისთვის.

სატელეფონო ჩართვა: თამარ ზაქარიაძე – ანაკლიის პორტის სოციალური მენეჯერი

  • ლაზეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ლაზური ყოფა-ცხოვრების ამსახველ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ ნივთებთან ერთად ლაზი თვით ნასწავლი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრებიცაა დაცული.

რესპონდენტი: იაშა თანდილავა – ენათმეცნიერი. ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი.

ავტორი: ელენე ტუშური

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი