პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში

,,ბოლნისქალაქობა“

ყველაზე სახალხო და ყველაზე მასშტაბური დღესასწაული- ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,ბოლნისქალაქობისთვის” ემზადება. ღონისძიება თავისი შინაარსით მრავალფეროვანი იქნება. ბოლნისი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე გერმანიიდან და იტალიიდან.

სატელეფონო ხაზზე:  სოსო კოპალეიშვილი – ბოლნისის კულტურის ცენტრის ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი

როგორ გაჩნდა ბოლნისში გერმანული დასახლება

გერმანულ-კავკასიური არქიტექტურისა და ზოგადად კულტურის სინთეზი ქვემო ქართლში,  უბანი ბოლნისში, სადაც გერმანულ კვალს დღესაც შეხვდებით. (ავტორი:ზურაბ კეკელიძე)

ჭიათურის თეატრის სეზონის გახსნა

ჭიათურის თეატრი სეზონს თბილისში, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 28 სექტემბერს ხსნის. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გაემგზავრება სომხეთში, სადაც მამუკა ცერცვაძის დადგმას “მოუხელთებელი” ოვანეს თუმანიანის 150  წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენს.

სატელეფონო ხაზზე:  ნანა წერეთელი – ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დირექტორი.

მრავალფეროვანი საქართველო

საიდან არიან, რა იციან საკუთარი კუთხის შესახებ და რა მოსწონთ ყველაზე მეტად საკუთარ წარმომავლობაში ქართველებს?

(ავტორი: ელენე ტუშური)