პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • რეგიონის ამბები ,, მოამბეში“

ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ამბებს, თითოეული ამბის გაშუქების უკან მრავალი გადალახული დაბრკოლებაა, განსაკუთრებით მაშინ თუ რეგიონალური ამბების გაშუქება გიწევს.

საზოგადოებირივი მაუწყებელის საინფორმაციო გამოშვების რეგიონალური კორესპონდენტები: მერაბ წულუკიძე, ნატო ბერულავა და ჟანა დიდებაშვილი რეგიონებში მუშაობის სპეციფიკაზე გვესაუბრებიან.

ავტორი: ზურაბ კეკელიძე.

  • მშენებლობის უფასო პროექტები თუშეთში

თუშეთში, ძეგლის სტატუსის მქონე 13 სოფლის მოსახლეობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სახლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტებს უფასოდ შეუდგენს. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საცხოვრებელი სახლების ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და ქაოტური მშენებლობების პროცესსაც დაარეგულირებს..

სატელეფონო ჩართვა: ნიკოლოზ ანთიძე – ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი.

  • პროფესია – თეატრის დეკორატორი

მესხეთის დრამატული თეატრის დეკორატორი ლელა ფერაძე საკუთარი პროფესიის მნიშვნელობასა და ხიბლზე მოგვითხრობს. სიუჟეტში მოისმენთ თუ როგორია ერთ დიდ და საინტერესო სამყაროში, თეატრში, სხვადასხვა სამყაროს შექმნისა და მოწყობის პროცესი.

ავტორი: ელენე ტუშური.

კონსულტანტი: ბარბარე ბენაშვილი.