პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმში, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მსახიობის  ძმიშვილი ნანა ჩხეიძე ელენე ტუშურთან დიალოგში ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად იმასაც იხსენებს, თუ როგორ აუჩქარა გული პოეზიის მეფეს უშანგი ჩხეიძის მიერ სცენაზე გათამაშებულმა დანიის სამეფო კარის ამბავმა.
  •  კახეთში, ქალაქ გურჯაანში კავკასიის ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება. უმაღლესი სასწავლებელი, საბაკალავრო პროგრამას, სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წლებში გამოაცხადებს, 2020 წლის ზამთარში კი პროფესიული პროგრამების სტუდენტების მიღებას გეგმავს. ღვინის უნივერსიტეტის გახსნის დეტალებზე კავკასიის უნივერსიტეტის მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი რუსუდან  ჩაჩანიძე გვესაუბრება.

სიჟეტის ავტორები: ზურა კეკელიძე, ელენე ტუშური