პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • რას ფიქრობენ ქართველი სტუდენტები რეგიონების დაცარიელებასთან დაკავშირებით და როგორ ესახებათ მათ მომავლის სოფელი, გაიგეთ ზურაბ კეკელიძის სიუჟეტიდან.
  • აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია გრძელდება. მეთერთმეტე საუკუნის ტაძარი, რომელმაც მრავალი დაპყრობითი ომისა და სტიქიური მოვლენის ქარ-ცეცხლში გამოიარა, 2020 წლისთვის სრულად აღდგენილ იერ-სახეს მიიღებს. დეტალებზე  ელენე  ტუშურის სიუჟეტში  საუბრობს  საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნული სააგენტოს  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  სამსახურის  უფროსი  ბექა  ბარამიძე.
  • ქობულეთში  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობა მიმდინარეობს. კვლევითი  ინსტიტუტის სამსართლიანი შენობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. ასევე, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და, ენერგოეფექტურობის  პრინციპებიდან  გამომდინარე, ინოვაციური საშენი მასალითაა ნაგები.

სატელეფონო  ჩართვა: ნათია წიკლაშვილი – პროფესორი; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტროის მოადგილე სამეცნიერო დარგში.