პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • 19 ოქტომბერს, ლაშა ღლონტისა და მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო ქუთაისში, საქართველოს ტურნეს ფარგლებში გაიმართებ. სიუჟეტიდან შეიტყობთ თუ როგორ შედგა მომღერლისა და მსახიობის შემოქმედებითი დუეტი და რა ელის მსმენელს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში.

რეპონდენტები: მურმან ჯინორია, ლაშა ღლონტი.

ავტორი: ელენე ტუშური.

„სოფელ უდაბნოს  ფესტივალი”

  • „სოფელ უდაბნოს  ფესტივალი” არის სოფლის ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას უწევს საერთაშორისო მოხალისეთა გუნდი. ღონისძიება ჩატარდება კახეთში, სოფელ უდაბნოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), საქართველო, 2018 წლის 20 ოქტომბერს.

ღონისძიების მთავარი მიზანია სოციალური მეწარმეობის იდეისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა  საქართველოში.

სატელეფონო ჩართვა: სოფიო გოგიტაძე – პროექტის მონაწილე.

  • 19-20 ოქტომბერს, ბათუმში, სოფლის  ტურიზმის მეორე საერთაშორისო  კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემაა „სოფლის ტურიზმი”. კონფერენცია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.

რესპონდენტი: თინათინ  ზოიძე – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი.

ავტორი: ზურა კეკელიძე.