პიკის საათი - დილა რეგიონში
- ძელქვის კორომი სამეგრელოში – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი თამთა ჭითანავა გვიყვება, რომ მუზეუმთან არსებული ეკოკლუბებისა და პერსონალის ენთუზიაზმით გაკეთებულმა საქმემ შედეგი გამოიღო. მალე კირცხის ძელქვების კორომს დაცული ტერიტორიების ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება. /ავტორი: ზურაბ კეკელიძე/
- ნიკორწმინდის კონსერვაცია – ნიკორწმინდის გუმბათზე აღმოჩენილი ორნამენტების ზუსტი თარიღი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. რესტავრატორები ვარაუდობენ, რომ ნიკორწმინდის ტაძრის გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში აღმოჩენილი ამ დრომდე უცნობი უნიკალური რელიეფური ორნამენტები გუმბათის სხვა ორნამენტების თანადროულია (XI საუკუნე) და მათთვის დამახასიათებელი ქვაშიკვეთილობის სტილითაა შესრულებული.
- სატელეფონო ჩართვა: ნანა კუპრაშვილი – სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის ცენტრის დირექტორი; ნიკორწმინდის კონცერვაციის პროექტის ხელმძღვანელი.
