პიკის საათი – „დიდგორელი“ საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციისთვის

10:57, 03.12.2021
-0:00

„დიდგორელი“ საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2019 წელს დაიწყო. პროექტის მიზანი განათლების ხელშეწყობაა, კონკრეტულად კი, ეს ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას. „დიდგორელში“ უკვე 107 სკოლის 2000-მდე მოსწავლე ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

„დიდგორელის“ ერთ-ერთი ახალი კომპონენტია „მოსწავლეთა კონფერენცია,“ რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობას, მასალების მოძიებას და სტატიებზე მუშაობას გულისხმობს.

3 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, „დიდგორელები“ მოხსენებებს წარადგენენ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა „მოსწავლეთა კონფერენციის“ მასალებს ერთ წიგნადგამოსცემს.

სტუმარი: ლევან ჟვანია – ისტორისკოსი; „დიდგორელის“ ავტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი