პიკის საათი - დასაქმების ონლაინ კვირეული დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
პიკის საათი - დასაქმების ონლაინ კვირეული დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

– სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგროდუოს“ და HR hub-ის ორგანიზებით, დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართება.

 – 27 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროფესია  ფართო აუდიტორიას გააცნონ ფოტო, ვიდეო და ბეჭდური ნამუშევრის სახით. დარგის პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნული მასალები განთავსდება სოციალურ ქსელში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებზე, სადაც დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ხდება.

სატელეფონო ჩართვა: ნიკოლოზ მესხიშვილი – პროფესიული განათლების ექსპერტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: