პიკის საათი - „დაბადების დღე“ 
პიკის საათი - „დაბადების დღე“ 

გამოვიდა ნინო სადღობელაშვილის რომანი „დაბადების დღე.“

ორიოდე წლის წინ დაკარგული ტყუპი ძმების რეალური ამბავი მწერლის მეხსიერების არქივში ჩაიკეცა და მალევე  ახალი ტექსტის წამოწყების ბიძგად იქცა. ეს არის დევნილი მოზარდების, ტყუპი ძმების თავგადასავალი, რომელიც თავად გამოუგონეს საკუთარ თავს.

როგორ დაეხმარა მწერალს გამოგონილი ბიჭების ენისა და ხასიათის სრულყოფაში 15 წლის უმცროსი მეგობარი?

რატომ იქცა საზოგადოება მხოლოდ მაყურებლად და არა ამბის საკუთარ თავში გამტარებლად?

სად გარბის ავტორი და სად მიჰყავს ძმები, რომლებსაც ქართველი მკითხველი მოაბრუნებს?

სტუმარი: ნინო სადღობელაშვილი – მწერალი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: