პიკის საათი - ციკლიდან „საქართველო-რუმინეთი“ - ბესიკ გაბაშვილი
პიკის საათი - ციკლიდან „საქართველო-რუმინეთი“ - ბესიკ გაბაშვილი

რუმინეთის ქალაქი აშის ისტორიულ ცენტრში, ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ქართული კულტურის დღეებზე პირველად წარადგინეს რუმინულ ენაზე თარგმნილი ბესიკის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც. ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა; თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი გამოფენა –  „თბილისი, ქუთაისი – კულტურა გვაახლოებს“.

სატელეფონო ჩართვა: ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში.