პიკის საათი - „ჩემი, შენი და როსტევან მეფის თავგადასავალი“
პიკის საათი - „ჩემი, შენი და როსტევან მეფის თავგადასავალი“

„ამ ტექსტში არაერთ ბიფურკაციის წერტილს შეხვდებით, რომელიც სხვა ტექსტებისგან იკვებება. ეს არის ამბავი, რომელიც არ მთვარდება და ამავდროულად ბევრი დასასრული აქვს. ამთავითვე მზად იყავით უფინალო გარემოებებისათვის. შეიძლება არც სიუჟეტური განვითარების სხვადასხვა ხაზმა მოგხიბლოთ და არც არაფერზე დაგაფიქროთ. ალბათ, ეს ყოველივე მკითხველმა უნდა შექმნას და დაასრულოს“ – ასეთი წინათქმით წარადგინა სადებიუტო კრებული მკითხველის წინაშე ავტორმა.

„ჩემი, შენი და როსტევან მეფის თავგადასავალი“ ლევან გელაშვილის სადებიუტო წიგნია, რომელიც  მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული პროგრამის, „შემოქმედებითი სტიპენდიები ავტორებისთვის,“ ფარგლებში დაფინანსდა და ლიტერატურული პრემია „საბას“ გრძელ სიაში მოხვდა.

სტუმარი: ლევან გელაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი; კინომცოდნე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: