პოლ მაკარტნი სოციალური საწარმო „მზიურის კაფეს“ დაბადების დღეს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, „უხორცო შაბათი“ ეს არის მსოფლიო მასშტაბის გლობალური კამპანია, რომელიც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. კამპანიას რამდენიმე წელია შეუერთდა „მზიურის კაფე“, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია ამ დატვირთვით. 29 მაისს, სოციალური საწარმო გლობალური კამპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლ მაკარტნის ტექსტით გამოქვეყნდა: „ვულოცავ მზიურის კაფეს წარმატებულ 5 წლისთავს. აღსანიშნავია მათი მხარდაჭერა კამპანიისათვის „უხორცო ორშაბათი.“ მომავალი 5 წელიც ასეთი ყოფილიყოს“
- #ჩამოვა – ეს არის მოლოდინი, რომელიც სულაც არ გამორიცხავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, „მზიურის კაფეში“ პოლ მაკარტნი უხორცო მენიუს დასაგემოვნებლად ჩამოვა.
სატელეფონო ჩართვა: ანა გოგუაძე – პროექტ „ახალი მზიურის“ ავტორი, მზის ფესტივალის დამაარსებელი, ფოტოგრაფი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
