პიკის საათი - ბიჭი, რომელსაც სულ ემღერება!
პიკის საათი - ბიჭი, რომელსაც სულ ემღერება!

ონისე კახნიაშვილი ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალია, რომელიც 12 წელი ფოლკლორულ ანსამბლ ლაშარში მღეროდა. სწავლობს თეატრალურ უნივერსიტეტში ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გუნდის ლოტბარის მიმართულებით. მღერის უნივერსიტეტის გუნდში, რომელსაც მაია მიქაბერიძე ხელმძღვანელობს.

ონისემ სოციალურ ქსელში ქალაქური სიმღერის შესრულების კულტურით მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

ჩანაწერში ცოცხალ შესრულებას მოისმენთ.

სტუმარი: ონისე კახნიაშვილი – მომღერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: