პიკის საათი - ბათუმში სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი იხსნება
პიკის საათი - ბათუმში სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი იხსნება
  • ბათუმში, ქალაქში, რომელსაც კინოს ქალაქს უწოდებენ, გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის, სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი იხსნება. მუზეუმის პროექტისა და კონცეფციის ავტორები ოლიკო და ქეთევან ჟღენტები არიან.
  • „მსოფლიოს ზღვისპირა ქალაქებში ერთგვარი სახელოვნებო ტენდენციაა კინომუზეუმების  არსებობა. ბათუმი ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ასეთი სამუზეუმო სივრცე“ – ოლიკო ჟღენტი.
  • მუზეუმის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წელს  ძველი ბათუმის ცენტრში, ხულოს ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლში დაიწყება. ეს იქნება თანამედოვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი,  მულტიმედიური  კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც  როგორც ქართული, ისე უცხოური კინოს ისტორიითა და საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტური მასალებით აღიჭურვება.
  • შეგახსენებთ, რომ  ბათუმში სულიკო ჟღენტის კინომუზეუმის გახსნის ინიციატივა 2020 წლის 22 ივნისს კინოდრამატურგის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაცხადდა.  პროექტს მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სატელეფონო ჩართვა: ოლიკო ჟღენტი – კინოდოკუმენტალისტი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: