პიკის საათი - ბათუმის ქალთა კამერული გუნდი
პიკის საათი - ბათუმის ქალთა კამერული გუნდი

საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში, თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში,  კონცერტი ჩატარდა. მსმენელმა მოისმინა  ქალთა კამერული გუნდი „კახეთის ჰანგები“, ბათუმის ქალთა კამერული გუნდი და ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს
სახელმწიფო კაპელა.

ჩანაწერში ცოცხალი შესრულებით შეგიძლიათ მოისმინოთ:

– იოსებ ბარდანაშვილის ,,სიმღერა საქართველოზე“

– რუბენ კაჟილოტის სამი საგუნდო მინიატურა – ,,დილა“ ,,მზე შინა“ ,,ჟუჟუნა წვიმა“

სტუმრები:  ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ქალთა კამრული გუნდი; ზაირა ვადაჭკორია – ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ქალთა კამრული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი; გელა ვადაჭკორია – ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ქალთა კამრული გუნდის მთავარი დირიჟორი.