პიკის საათი - „ბაქანზე“
პიკის საათი - „ბაქანზე“

15-16 დეკემბერს თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება. იაპონური კინოს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ოთხი თანამედროვე ფილმი, რომლეთა ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ მოხდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

15 დეკემბერს, 14:00 საათზე, გაიმართება რეჟისორ ნობუო მიძუტას (კომედია/ფანტაზია) ფილმის „მისტიური გოგონას“ (Sing My Life) (119 წთ.) ჩვენება.

15 დეკემბერს, 16:00 საათზე – რეჟისორ კან იშიბაშის ფილმის „ცხოვრების დაპირება“ (A Living Promise) (120 წთ.)

16 დეკემბერს, 14:00 საათზე – რეჟისორ იუია იშიის ფილმის „ვანკუვერას აჰი“ (The Vancouver Asahi ) (132 წთ.)

16 დეკემბერს, 16:00 საათზე – რეჟისორ ბუნჯი სოტოიამას ფილმის „ცხოვრების ბრწყინვალება“ (Sparkle of Life ) (81 წთ.) ჩვენება

ფილმები წარმოდგენილია იაპონურ ენაზე თანდართული ინგლისური და ქართული სუბტიტრებით.

სტუმრები: შინჯი სოიამა – იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, რუსუდან გვერდწითელი – იაპონიის საელჩოს კულტურის წარმომადგენელი.