პიკის საათი - ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსები ქალებისთვის
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება.
სტუმარი: ირმა არევაძე – „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორის მოადგილე.