პიკის საათი - „ათი წერილი მკითხველს განათლებული პატრიოტიზმის შესახებ“
„ვცადე პატრიოტიზმი მჭიდროდ დამეკავშირებინა ბედნიერების შეგრძნებასთან“– ამბობს ავტორი, რომელიც წიგნის მთავარ ამოცანად შეკითხვების სწორად ფორმულირების სწავლებას მიიჩნევს.
რატომ იყო ისტორიულად საქართველოს არჩევანი ევროპა?.. რას ნიშნავს „განათლებული პატრიოტიზმი“ ან რა არის შენი ეროვნული იდენტობა?..რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო?.. როგორ შეიძლება ქვეყანა მოქალაქეების ბედნიერებასა და წარმატებაზე ორიენტირებული იყოს? რა შეუძლია თითოეულ ადამიანს გააკეთოს საკუთარი ქვეყნის წარმატებისათვის? როგორ შეცვალა საქართველოს ისტორია რუსეთის ტოტალიტარულმა, იმპერიალისტურმა რეჟიმმა?… – ეს ის კითხვებია რომელზე პასუხებსაც ამ წიგნში იპოვით.
სატელეფონო ჩართვა: გიგი თევზაძე – სოციოლოგი; ფსიქოლოგი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
