პიკის საათი - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
პიკის საათი - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში დღეისათვის 2 000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.  წელს, კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს. მეორე ადგილზე გასული გუნდს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ასაჩუქრებს საერთაშორისო საზაფხულო ბანკში მონაწილეობით. მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტი“პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს.

სტუმრები: მაგდა მაღრაძე – „ათასწლეულის ფონდის“ დირექტორი; დემეტრე საზონოვი, ლიზა სორდია, სანდრო ლორთქიფანიძე – გამარჯვებული გუნდის წევრები

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: