ასოციაცია „ანიკა“ 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ დაფუძნდა და წლების განმავლობაში ემსახურება შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას.
სტუმარი: თამთა ნიკოლაძე – ასოციაცია „ანიკას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
სატელეფონო ჩართვა: გივი ხოფერია – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამის“ მონაწილე, რომელიც ამჟამად სასტუმრო „მერკურში“ მებაღედ მუშაობს.

