პიკის საათი - ასე იხსენებენ თემურ წიკლაურს
პიკის საათი - ასე იხსენებენ თემურ წიკლაურს
  • რეკორდულად სწრაფად ჩაწერილი ნანა მესხის სიმღერა „ვერ გარიდებ გულს“ მხოლოდ იმიტომ, რომ ნანას ავადმყოფი დედა მარტო არ დარჩენილიყო და კომპოზიტორისთვის გულითადად ნათქვამი – „მადლობა, შვილო, რომ ეს ორი საათი დედას მოაკელი“.
  •  „შთამბეჭდავი ხელოვანი იყო საოცრად ეროვნული სიმღერებით. ვერ წარმომიდგენია, რომ მისი რეპერტუარი სხვამ შეასრულოს…“
  • „ისე იცხოვრა, რომ არასოდეს გადაუხვევია არჩეული გზისთვის“.
  • ,,ეს იყო სახალხო მომღერალი, საიმედო მოქალაქე, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიყვარული წაიღო თან…”
  •  „კეთილშობილი, კაცთმოყვარე, უთბილესი თემურ წიკლაური“ – ასე იხსენებენ „პიკის საათი“ -ის ეთერში ლეგენდარულ თემურ წიკლაურს პროფესიონალი მუსიკოსები.
  • ასეთი ცრემლიანი ფრაზით შემოვიდა ეთერში ჩვენი მსმენელი – „ერთი დღით მაინც ჩართეთ მეტრო, რომ მე, 71 წლის ქალმა, ჩვენი საყვარელი მომღერალი გავაცილო, ჩვენი ბელაფონტე“

თემურ წიკლაურს იხსენებენ ნანა მესხი, კონსტანტინე გამსახურდია, ნია ბახტაძე, თეონა ცირამუა, მაია დათუნაშვილი და ნეკა სებისკვერაძე.

ავტორი: ეკა ტალახაძე, ეკა ხითარიშვილი

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: