პიკის საათი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფესტივალი 20 ივნისს დაიხურება
პიკის საათი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფესტივალი 20 ივნისს დაიხურება

20 ივნისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტით დაიხურება.

„ერთადერთი რაც დამრჩა, ეს არის გულწრფელი საუბარი ბატონ ანზორთან“ – ასეთი მოლოდინით ემზადება მსმენელთან შესახვედრად ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი, რომელიც სრულიად განსხვავებულ რეპერტუარს აანონსებს. მათ შორის, „ჩაკრულოს“, რომლის ტექსტის შეცვლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ანზორ ერქომაიშვილის სიცოცხლეში განიხილებოდა.

სატელეფონო ჩართვა: დავით ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი