პიკის საათი - ალექსანდრა ჯაფარიძე 125
პიკის საათი - ალექსანდრა ჯაფარიძე 125

„მშვენიერი ამინდია. არცერთი ღრუბელი ცაზე.  გავიხედე მწვერვალისაკენ … მზის პირველი სხივები ანათებენ მის ჭაღარა ქოჩორს, სწორედ ჭაღარას, რადგან აქა–იქ შავი კლდეები სჩანან თოვლ–ყინულიდან. გარემო ჩრდილს მოუცავს და ისედაც ამაყსა და ლამაზს, მზის სხივები მეტ სიამაყესა და სიმშვენიერეს მატებენ. გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, რომ იშვიათად თუ ვინმე გაუძლებს მას. გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მიუალერსო. ეს ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა“ – ასე აღწერს  ალექსანდრა ჯაფარიძე მყინვარწვერთან მიახლოებას საკუთარ დღიურში.

11 თებერვალი პირველი ქართველი მთამსვლელი ქალის, ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელის, საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელის, სპორტის ოსტატისალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღეა.

სატელეფონო ჩართვა: ივანე ჯაფარიძე – ჟურნალისტი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: