პიკის საათი - აკრძალული რადიოტალღები
პიკის საათი - აკრძალული რადიოტალღები
  • XX საუკუნის 70-იან წლებში ქართველი დისიდენტების, მათ შორის მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასათვის,  ქართული პრესა და ტელევიზია ხელმიუწვდომელი იყო.  ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი გზა დასავლური მედია იყო.  ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცა რადიოსადგურები ,,თავისუფლება“ და ,,ამერიკის ხმა.“
  • რომ არა საქართველოს შშს-სა და უშიშროების არქივები, დღეს არაფერი გვეცოდინებოდა  თუნდაც იმ წერილის შესახებ, რომელიც 1976 წლის 5 ივლისს „თავისუფლების“ მიერ გავრცელდა. წერილში ზვიად გამსახურდია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში საარტილერიო პოლიგონის მოწყობისა და სამიზნედ ქცეული ფრესკების შესახებ უყვება საზოგადოებას.

სტუმარი: ციცინო მაღლაფერიძე – თბილისის მეზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: