პიკის საათი - ახალი წესრიგი კოსმოსში და დედამიწაზე
პიკის საათი - ახალი წესრიგი კოსმოსში და დედამიწაზე

„თუ ჩვენთან დედამიწაზე 24 საათში ერთჯელ თენდება და ერთჯელ ღამდება, კოსმოსურ სადგურზე 24 საათში 16-ჯერ თენდებადა 16-ჯერ ღამდება“ – წერს სოციალურ ქსელში დალი უბილავა, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე „სფეის იქსის“ კაფსულის მიერთების პირველივე წამების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. სადგური ამ დროს დედამიწის ორბიტაზე ზედაპირიდან 421 კმ სიმაღლეზე მოძრაობდა.

ნასას ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი, ათი წლის განმავლობაში, პირველი ასტრონავტები არიან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის მიწიდან, ამერიკული რაკეტით გაემგზავრნენ. ნასას ასტრონავტებს კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტი კრის კასიდი და რუსი კოსმონავტები — ანატოლი ივანიშინი და ივან ვაგნერი დახვდნენ.

სატელეფონო ჩართვა ნიდერლანდებიდან: დალი უბილავა-დე გრააფი – ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESETEC)ვიზიტორთა ჩემტრის (Space Expo) ერთადერთი ქართველი თანამშრომელი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: