პიკის საათი - ,,ახალი თეატრი“  ახალ მისამართზე  ახალი კონცეფციით
პიკის საათი - ,,ახალი თეატრი“  ახალ მისამართზე  ახალი კონცეფციით

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი ახალ შენობაში (მის: დ.აღმაშენებლის 127) ახალი სახელით გადადის. ,,ახალი თეატრი“ არა მხოლოდ მისამართისა და ტექნიკური შესაძლებლობების განახლებას, არამედ შინაარსობრივი თუ კულტურულ-საგანმანათლებლო დამოკიდებულებების ცვლილებებსაც გულისხმობს. ეს იქნება ერთგვარი კულტურული ჰაბი, რომელიც ნებისმიერი ასაკის მაყურებლის, მსახიობისა თუ რეჟისორისათვის შემოქმედებით ოაზისად უნდა იქცეს.

5 ივნისს „ახალი თეატრი“ უილიამ შექსპირის „მაკბეთით“ (რეჟ. დავით დოიაშვილი) გაიხსნება, ხოლო 26, 27 ივნისს მაყურებელი პრემიერას იხილავს. ანტონ ჩეხოვის  „თოლია“ დავით დოიაშვილმა დადგა.

სატელეფონო ჩართვა: დავით დოიაშვილი – „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: