პიკის საათი - ახალი თაობის ვარსკვლავების მუსიკის ფესტივალი
პიკის საათი - ახალი თაობის ვარსკვლავების მუსიკის ფესტივალი

ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt და ფონდი „იავნანა“ 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში  ახალი თაობის მუსიკოსების ფესტივალს The New Generation Music Festival წარმოგიდგენთ, სადაც შეხვდებით საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატებს, ახალგაზრდა და პატარა მუსიკოსებს, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში.

სატელეფონო ჩართვა: თეონა ჯორბენაძე – ფესტივალის იდეის ავტორი და პროდიუსერი.

სტუმრები: სანდრო გეგეჭკორიზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის 12 კლასის მოსწავლე, პედაგოგი – საშა გარბერი,

ლიზი რაზმაძეივ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მე-4 კლასის მოსწავლე,  პედაგოგი – ნატო მაღალაშვილი,

რეზი მარშანიაზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის მე-6 კლასის მოსწავლე, პედაგოგი – ნატო მაღალაშვილი,

ნანუკა გოლიაძეზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის ჩასაბერი განყოფილების მე-10 კლასის მოსწავლე, პედაგოგი – მერი ჟვანია.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.