პიკის საათი - ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი მზის ფიზიკას ცვლის!
პიკის საათი - ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი მზის ფიზიკას ცვლის!

„მომავალ სამყაროში მხოლოდ ერთი მეცნიერების ადგილია და ამ მეცნიერების სახელი ფიზიკა იქნება!“ – ამბობს ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსი, რომლის კვლევამაც, შესაძლოა, მზის ფიზიკა შეცვალოს.

მზის მაგნიტური ველი იმაზე ათჯერ ძლიერია, ვიდრე აქამდე გვეგონა. აღნიშნული აღმოჩენა აბერისტვისის უნივერსიტეტის (უელსი) მზის ფიზიკის კვლევით ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც ქართველი ფიზიკოსი დავით ქურიძე ხელმძღვანელობდა. ის 2017 წლის 10 სექტემბერს, კანარის კუნძულებზე მდებარე ობსერვატორიიდან დააკვირდა მზის ზედაპირზე მიმდინარე ძლიერ ამოფრქვევას. მეცნიერების თქმით, ეს იყო უნიკალური სიზუსტით ჩატარებული გაზომვა, რომლის დროსაც მზის გვირგვინში მაგნიტური ველის სიდიდე 20%-იანი ცდომილებით განსაზღვრეს, რაც ამ დროისთვის არსებულ შედეგთაგან საუკეთესოა.

სატელეფონო ჩართვა ლონდონიდან: დავით ქურიძეასტროფიზიკის დოქტორი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.