პიკის საათი - 5 მაისს მეტეორიტების წვიმას დავინახავთ
პიკის საათი - 5 მაისს მეტეორიტების წვიმას დავინახავთ

2021 წლის 5 მაისს, შეუიარაღებელი თვალით, ჰალეის კომეტის მიერ ასხლეტილი მყარი ნაწილაკებისა და მტვრის წვიმას დავინახავთ. ამ ნაწილაკებს ეტა-აკვარიდები ეწოდებათ, რომლებიც დედამიწის ორბიტაზე კოსმოსიდან დიდი სიჩქარით შემოდიან და ატმოსფეროს ზედა ფენებში ცეცხლი ეკიდებათ. მიკრო მეტეორიტები დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევენ, რადგანაც აალების მომენტიდან მალევე იშლებიან.

მეცნიერების ინფორმაციით, ჰალეის კომეტის მიერ ასხლეტილი ეტა-აკვარიდების დანახვა ყველაზე კარგად 5 მაისს, გამთენიისას, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროებიდან შეიძლება. თუმცა, მისი დანახვა ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთის რეგიონებიდანაც შეიძლება. ასევე, ასხლეტილი კოსმოსური ნაწილაკების დრო და დრო შემოსვლა ჩვენს ატმოსფეროში 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი რამიშვილი – ილიას უნივერსიტეტის პროფესორი; ასტრონომი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: