პიკის საათი - 30.07.2025
პიკის საათი - 30.07.2025

1) ველური ბუნების მრავალფეროვნება საქართველოში

კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) საშენი მეურნეობა ალგეთის ეროვნულ პარკში.

ველური ბუნება და ეკოტურიზმი.

ველური ბუნების საგანმანათლებლო პროგრამები.

რესპონდენტი: რევაზ ბეჟაშვილი – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი.

 

2) ინგა ბერაძისა და გიგი გეგელაშვილის საკონცერტო ტურნე

„ბავშვობიდან დედაჩემის მუსიკალური გემოვნებით ვიზრდებდი, თუმცა, არანაკლები გემოვნება აქვს მამას, რომლისგანაც განსხვავებული მუსიკალური ჟანრების სიყვარული გამომყვა. გახსოვთ, მე შევქმენი ჯგუფი „სინათლის წელიწადი“, სადაც სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად ჩვენსავე მუსიკას ვასრულებდით. მიუხედავად ამისა, ერთი წამითაც კი არ მწყინდება დედასთან დუეტში სიმღერა“, – გიგი გეგელაშვილი.

რესპონდენტები: ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი.

წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

3) საქართველოში საშუალო რისკის ტემპერატურული საფრთხე გამოცხადდა

ზაფხულის დადგომა და მზიანი ამინდები ბევრს ახარებს, თუმცა, მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს მოუწოდებენ. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ცხელ დღეებში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებაა.

რესპონდენტები: თამარ პაპაშვილი – გარემოს ეროვნული სააგენტოს შიდა მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალიტი, სინოპტიკოსი; ანზორ გოგიბერიძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი; „გლობალ მედის“ საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: