პიკის საათი - 30.01.2025
პიკის საათი - 30.01.2025

1) ვის და რატომ იხსენებს ნასაში იანვრის ბოლო ხუთშაბათს?

მე ვიცი რამდენად მგრძნობიარე თემაა ნასას თანამშრომლებისთვის იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებმაც კოსმოსის კვლევას შესწირეს სიცოცხლე.

ზოგჯერ გააზრებაც კი ჭირს, თუ როგორ განვითარდა კაცობრიობა კოსმოსის კვლევის შედეგად. ცხადია, ამხელა პროგრამებს ბევრი გამოგონება მოჰყვა.

დღეს კოსმოსს NASA-ს გარდა ბევრი კერძო კომპანია იკვლევს და ბევრ ქვეყანაში. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კვლევები სულ სხვა ეტაპზე გადადის. ახლა უკვე ველოდებით ადამიანს მარსზე, რაც ბევრად რთული მისიაა, ვიდრე ადამინი მთვარეზე.

ვიმედოვნებ, ხვალინდელ საქართველოში ბევრად მეტი ყურადღება მიექცევა ბავშვების ოცნებებს. ხშირად, როცა ბავშვი ოცნებობს, ეს ოცნება მაშინვე კვდება არასათანადო მიდგომის პირობებში.

სტუმარი: რამაზ ბლუაშვილი – მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას“ პრეზიდენტი; რეჟისორი; მკვლევარი.

 

2) პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მორიგი ეტაპი

პაპილომა ვირუსით გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე რჩება. სტატისტიკის შემცირების ერთადერთ გზად ადრეული დიაგნოსტირება და ვაქცინაცია სახელდება.

საქართველოში ახალი, 9-კომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანეს, რომელიც აცრილ ადამიანს სქესობრივი გზით გადამდები პაპილომა ვირუსის უფრო მეტი შტამისგან იცავს.

სტუმარი: ეკატერინე ადამია – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: