პიკის საათი - 3 დეკემბერი შშმ პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
პიკის საათი - 3 დეკემბერი შშმ პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

  ჯარიმები შშმ პირებისთვის არაადაპტირებულ შენობებზე

იანვრიდან ყველა შენობას და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევს. ძალაში შედის ოთხი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვით შენობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე უნდა იყოს ადაპტირებული. პანდუსების მოწყობის გარდა იგულისხმება ლიფტების აღჭურვა, ასევე, სავაჭრო ცენტრებში დაბალი დახლების მოწყობა და არა მხოლოდ. სხვა შემთხვევაში ობიექტების მფლობელებს ჯარიმებს დააკისრებენ.

სატელეფონო ხაზზე: რატი იონათამაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

 

  „რელიქვია“ 

3 დეკემბერს, 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლში, უსინათლო მუსიკოსთა ჯგუფი „რელიქვია“ სოლო კონცერტს მართავს. საღამოზე ქართული სიმღერებისა და კომპოზიციების განსხვავებულ ვერსიებს მოისმენთ.

სატელეფონო ხაზზე: ნანა ბრეგვაძე – ჯგუფის პროდიუსერი.