პიკის საათი – 28.09.2026
1) დილის ფოსტა – 28 სექტემბერს მსოფლიო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დღსე აღნიშნავს
2) ოჯახი ორკესტრი და არა მხოლოდ
სტუმარი: ნინო ბერიანიძე – მუსიკოსი; ფილოლოგი; პირველი ქართული სკოლის (1997 წელს) და სახელოვნებო სკოლა „ალუბლის ბაღის“ (2022 წელს) დამფუძნებელი წალკაში.
3) სამეზობლო – ზრუნვა და ტრადიცია
სტუმარი: სალომე ედიშერაშვილი – სითიკომის (სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცე) მარკეტინგის მენეჯერი.
4) ოლია ოკუჯავა ფილმში „არსენა ჯორჯიაშვილი“
კინოდოკუმენტალისტი ოლიკო ჟღენტი ვარაუდობს, რომ პირველ საბჭოთა რევოლუციურ-ისტორიულ დრამაში „არსენა ჯორჯიაშვილი“ (1921) რევოლუციონერი გოგონას როლს გალაკტიონის მეუღლე, ოლია ოკუჯავა ასრულებს.
„არსენა ჯორჯიაშვილი“ ივანე პერესტიანმა 1921 წელს გერმანე გოგიტიძის პროდიუსერობით გადაიღო. ფილმი კოტე მიქაბერიძისა და მიხეილ ჭიაურელის სადებიუტო ნამუშევარია.
5) 2026 წელს გერმანე გოგიტიძის დაბადებიდან 140 და „არსენა ჯორჯიაშვილის“ გადაღებიდან 105 წელი შესრულდა
სტუმარი: ოლიკო ჟღენტი – კინოდოკუმენტალისტი.
წამყვანი: კესო ბოჭორიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

