1) ფრაგმენტები – ფრაგმენტი გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსიდან „პარტახი აული“ (1948 წ. )
ლექსს ქართულ და ჩეჩნურ ენებზე მექა ხანგოშვილი კითხულობს.
ჩანაწერში გამოყენებულია პირველი ქისტი მხატვარი ქალის, ნათელა ცათიაშვილის ილუსტრაცია – ოლა ალხანაშვილი.
2) ვაინახების დეპორტაციის 81-ე წლისთავი
1944 წლის 23 თებერვალს, მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, ერთი დღე–ღამის განმავლობაში ჩეჩენი და ინგუში ხალხი საკუთარი მიწიდან აყარეს და უცხო მხარეში გადაასახლეს.
სამშობლოს ღალატით შუა აზიაში გადასახლებული ვაინახების (ჩეჩნები და ინგუშები) ტრაგედია მძაფრად აისახა ქართულ მწერლობასა და პოეზიაში. მათ შორისაა, გაბრიელ ჯაბუშანურის ციკლი „ჰოი ღილღოს დაღრუბლულო ცაო“, გრიგოლ აბაშიძის „უკაცური აული“, გიგი ხორნაულის, შოთა არაბულისა და სხვათა შემოქმედება.
23 თებერვალი მსოფლიოს ყველა კუთხეში აღინიშნება, სადაც ერთი ვაინახი (ჩეჩენი, ინგუში, ქისტი) მაინც ცხოვრობს.
2004 წელს ევროპის პარლამენტმა ჩეჩნებისა და ინგუშების გასახლება ოფიციალურად აღიარა გენოციდის აქტად.
სტუმარი: მექა ხანგოშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; უფლებადამცველი.
3) აბასთუმნის ობსერვატორია 93 წლისაა
სტუმარი: გიორგი რამიშვილი – ასტრონომი; ილიას უნივერსიტეტის პროფესორი; აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
