პიკის საათი - 28.02.2023
პიკის საათი - 28.02.2023

1) როცა ფანჯარაში ზამთრის ბოლო დილა იცინის…

სიუჟეტში გამოყენებულია ფრაგმენტები მხატვრული ფილმებიდან „ნატვრის ხე“, „ფესვები“, „მონანიება“ და სატელევიზიო სპექტაკლიდან „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“.

ავტორი: სოფო გოდუაძე

 

2) „რა? სად? როდის?“ ხარაგაულში

ხარაგაულში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ზამთრის სერიის ფინალური შეხვედრა დასრულდა. დავით ჩადუნელის ექვსეულმა (დავით ჩადუნელი, კახა გოლუბიანი, კობა ყრუაშვილი, ბესო დავაძე, ვასილ კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი) მაყურებლის წინააღმდეგ ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა.

თამაშების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, გენდერული თანასწორობის საბჭო და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

რესპონდენტი: მამუკა ჭიპაშვილი – ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) „ათასი მოელვარე მზის“ ხმა

25 თებერვალს სიეტლის ოპერის თეატრში ხალიდ ჰოსეინის რომანის „ათასი მოელვარე მზე“ მიხედვით ავღანელი კინორეჟისორის როია სადატის მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. დადგმის იდეა 2007 წელს, წიგნის გამოსვლიდან მალევე, ამერიკელ კომპოზიტორს შეილა სილვერს გაუჩნდა, მას შემდეგ იდეა თითქმის 10 წელი ელოდა მზის სინათლეს. ეს პროცესი კი არანაკლებ საინტერესო იყო.

„ამ ამბის სცენაზე დადგმისა და ამერიკელ მაყურებლამდე მიტანისთვის ამაზე მნიშვნელოვანი დრო არასდროს ყოფილა“, – ამბობს ხალიდ ჰოსეინის გმირის თანამემამულე რეჟისორი. ავღანელ-ამერიკელი მწერალი კი იმედოვნებს, რომ „ათასი მოელვარე მზე“ ერთ დღესაც ძველი ეპოქის რელიქვია გახდება“.

რესპონდენტი: სოფია ჯობავა – წიგნის მთარგმნელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) რამაზ ჩხიკვაძე – 95

„ქართული დრამატული თეატრის ისტორიისთვის რამაზ ჩხიკვაძე დარჩა მსახიობად, რომელმაც არაერთი საეტაპო მნიშვნელობის როლი შექმნა და ის დარჩა მსახიობად, რომელმაც თაობებს უანდერძა ორი მთავარი რამ – პროფესიის ერთგულება და მაღალი ადამიანური სტანდარტი.

რამაზ ჩხიკვაძე სჭირდება და რამაზ ჩხიკვაძე აკლია არა მარტო ქართულ თეატრს, არამედ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას!“

სტუმარი: საბა მეტრეველი – ფილოლოგიის დოქტორი; კრიტიკოსი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: