პიკის საათი - 27.02.2025
პიკის საათი - 27.02.2025

1) ვახტანგ ჭაბუკიანი – 115

„გვახსოვს ყველა მისი სიტყვა, რჩევა, გაბრაზებაც კი. მთავარი, რაც ვახტანგ ჭაბუკიანმა გვალსწავლა,  გარდა წესრიგისა, არის შეგონება, რომ თეატრს არასოდეს ვუყუროთ სასიამოვნოდ გასართობ სივრცედ. თეატრი შენი ტყავი უნდა იყოს!“

„თვითონ ეჭირა ხელში ფუნჯიც, საჭრეთელიც, ფანქარიც… თვითონ იყო პალიტრაც, თვითონ იყო მაყურებელიც… საკუთარი თავის პიგმალიონი იყო!“, – ნიალა გოძიაშვილი.

რესპონდენტი: ნიალა გოძიაშვილი – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი.

 

2) ევგენი (ჟენია) მაჭავარიანის ხსოვნის საღამო „პიონერფილმში“  

სტუმრები: გრიგოლ ჩიგოგიძე – „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი; კატო ჭავჭანიძე – „პიონერფილმის“ წევრი.

 

3) „ჩემ ხნედ მოიყარეთ!“ – 85 წლის ციცო ბებო მაღამთიანი იმერეთიდან

„ისე ვუყვარვარ ყველას, რომ იტყვიან, თვალში რომ ჩავუვარდე ხელს არ ამოსიმევენ და არ ვიცი რითი დავიმსახურე! ჩემ ხნეთ მოიყარეთ ყველა!“

ჩანაწერში მოისმენთ სიმღერას, რომლითაც ციცო ბებო საქართველოს რადიოს დილის პროგრამა „პიკის საათის“ პირდაპირი ეთერის მსმენელს დაემშვიდობა.

ჩართვა: 85 წლის ციცო კამკამიძე ხარაგაულის რაიონის სოფელ საბედან.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: