1) სულხან-საბა ორბელიანის ევროპული გზა
კონსტანტინოპოლი-მარსელი-პარიზი-რომი, იტალიის სხვა ქალაქები, ბოლოს კონსტანტინოპოლი და თურქეთის გავლით საქართველო – ეს სულხან-საბა ორბელიანის მარშრუტია 1714-1715 წლებში, დაახლოებით 300 წლის წინ, როცა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები გამოიკვეთა.
თუ მაშინ ევროპასთან დაახლოებაზე მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებნი ფიქრობდნენ, დღეს ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია.
რესპონდენტი: გიორგი სოსიაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს პარლამენტის წევრი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციური პროექტების ვორქშოპი
რესპონდენტი: მარიამ კანდელაკი – „საქანიმას“ დამფუძნებელი და დირექტორი.
3) ჯაბა გეგეშიძის ევროპა
„ჩეხეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაგიჭიროს მხარი, ჩეხეთმა მომცა ის, რაც ჩემმა ქვეყანამ ვერ მომცა. თეატრმა მომცა თავისუფლება ჩემს საქმეში და პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა. ევროპა გეუბნება: თუ გსურს და გინდა, გააკეთე!“, – ჯაბა გეგეშიძე.
„ჰერიო ბიჭებო“ ეს სიმღერაა ჩემთვის საქართველო. ეს არის ანიც და ჰოეც ჩემთვის, ეს არის ჩვენი დასაწყისი და დაუსრულებელი ამოუწურავი კულტურა. აქ არის ტრადიცია, აქ არის ჩვენი ერის ტკივილი, ჩვენი ერის ნამდვილი ისტორია. აქ უკვე ხვდებიან, რომ ეს ვართ ჩვენ, რაც ვართ“, – ჯაბა გეგეშიძე.
რესპონდენტი: ჯაბა გეგეშიძე – პრაღის ნაციონალური დრამისა და ოპერის თეატრის მომღერალი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
