1) „ანგელოზივით ბიჭი“
ვაკო და მერი დარჩიებმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი წიგნი გამოსცეს, რომელიც სიყვარულზე, მეგობრობაზე და ჯანსაღ ურთიერთობებზე გვიამბობს.
წყვილი საკუთარ გამოცდილებას მკითხველს უზიარებს და ურჩევს წიგნში მოცემული რჩვები პრაქტიკაში გამოიყენონ.
რესპონდენტები: ვაკო და მერი დარჩიები – წიგნის ავტორები.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) ომის თემის გაშუქება მედიაში
„ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა: მაქვს ექსკლუზიური მასალა, ფრონტის ხაზზე ვიმყოფები, ვიცი რომ თუ იმ მასალას გავუშვებ სახელსაც მოვიხვეჭ და ფინანსურ სარგებელსაც მივიღებ. თუმცა აქ ირთვება თვითცენზურა და ხშირად სწორედ ეს თვითცენზურა იმარჯვებდა ჩემში. შეიძლება სხვას გაუშუქებია მოგვიანებით, მაგრამ მთავარია მე არ შემიქმნია მებრძოლებისთვის საფრთხე“, – ირაკლი ალადაშვილი.
პირდაპირი ჩართვა: ირაკლი ალადაშვილი – სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, სამხედრო ბლოგერი.
3) „კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობა: მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“
„სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების ცოდნის გაღრმავებას და უნარების გაუმჯობესებას კატასტროფების მართვის, საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნისა და კრიზისულ ვითარებაში ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით“.
სტუმრები: ნინი სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი და ლანა ქარაია – ICOM საქართველოს თავმჯდომარე.
4) „უშანგი“ – კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი
პირდაპირი ჩართვა: ვატო ჯუღელი – ფესტივალის დამფუძნებელი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
5) „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ – სამარხვო კვება
„მარხვა – ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანისათვის, რომელიც ამ წესს მისდევს. ეს არის ცვლილებების ერთობლიობა. თავად მარხვა და სამარხვო კვების ტრადიცია მხოლოდ კვების მოდელით არ შემოიფარგლება, მაგრამ ჩვენ არ ვარღვევთ კომპეტენციის ზღვარს და ჩვენი ამოცანა მხოლოდ კვების სეგმენტზე საუბარი იქნება“, – მარი მალაზონია.
ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: